ლაქტაცია რომ წარმატებული იყოს, თანამედროვე სამყაროში უამრავი ნივთია შექმნილი, რომელიც პროცესს ამარტივებს, დედას ეხმარება რთული პრობლემების დაძლევაში და რაც მთავარია - აცილებს ტკივილს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთები წლებია ამერიკაში და ევროპაში დედებისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომია, ქართველი დედებისთვის ბევრი მათგანი უცხო და ისევ ხელმიუწვდომელია, ასევე არც ჯანმრთელობის პრემიუმ დაზღვევები ითვალისწინებს მათ გაცემას.
დღეს გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ ის 20 ნივთი, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ლაქტაციის წარმართვაში. ყველა ეს ნივთი შერჩეული კვლევებისა და თანამედროვე გაიდლაინების დახმარებით და არაერთი "მომის" დედიკოსთვის გაუმარტივებია პროცესი.
ლაქტაციისთვის მზადება, ბავშვის გაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება. პირველ ეტაპზე ეს უნდა იყოს ინფორმაციის მოძიება, მოჭიდების სირთულეების დასაძლევად საინფორმაციო ვიდეოებისა და ბლოგების ჩამოტვირთვა და დროდადრო გადახედვა, რათა მარტივი წესების პრაქტიკაში გადმოტანა არ გაგვიჭირდეს, მოჭიდებისთვის ყველა ნიუანს აქვს მნიშვნელობა: ბავშვის პოზას, კანი კანთან კონტაქტს, ხელში ჭერის ტექნიკას და არეოლაზე უშუალოდ ბავშვის მოჭიდების სიღრმეს.
მეორე ეტაპზე უკვე იმ ნივთების მომარაგება უნდა დავიწყოთ რომელიც დაგვჭირდება ლაქტაციისას, ამისთვის 9 თვე გვაქვს და სჯობს, ნელ-ნელა ყველაფერი ბავშვის გაჩენამდე მოვიმარაგოთ, უნდა გვახსოვდეს რომ ყველა ეს ნივთი გაგვიმარტივებს პროცესებს და დაგვეხმარება რომ წარმატებული ლაქტაცია გვქონდეს.
ლაქტაცია რომ იყოს წარმატებული ასევე მნიშვნელოვანია, რომ დედა ახერხებდეს დასვენებას, გამოძინებას, კარგად კვებასა (დიეტის დაცვა კატეგორიულად არ შეიძლება, ლაქტაციისას ყველა საკვები დასაშვებია, დედამ უნდა მიიღოს 300-500 კალორიით მეტი, დაახლოებით 2,000 - 2,800 kcal.) და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებას, მეძუძურმა დედამ ლაქტაციისას 2.5 - 3.8 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს.
ახლა კი ვისაუბროთ იმ 20 ნივთზე, რომელიც დაგეხმარებათ ლაქტაციის სირთულეების დაძლევაში
1. Lansinoh ლანოლინის ძუძუსთავების კრემი // ეს არის საუკეთესო საშუალება მშრალი, მტკივნეული და დახეთქილი ძუძუსთავების სამკურნალოდ! ასევე ასრულებს პრევენციულ როლს და იცავს ძუძუს თავს დაზიანებისგან. რეკომენდებულია მისი გამოყენება პირველივე ძუძუთიკვებისას. ის ორგანულია (100% ლანოლინისგან შედგება), არ არის წებოვანი და ბავშვის წოვამდე მისი მობანა არ არის საჭირო.
2. ლაქტაციის ბალიში ძუძუთი კვებისთვის. ლაქტაციის ბალიში, ლაქტაციას უადვილებს დედასაც და ბავშვსაც. სწორი მოჭიდებისთვის ეს აუცილებელი ატრიბუტია. ლაქტაციის ბალიში უნდა იყოს მყარი რომ მასში ბავშვი არ ჩაეფლოს, სწორი ზედაპირი შექმნას და გაუადვილოს პროცესი დედას.
3. ლაქტაციის ბიუსჰალტერი. ლაქტაციისას რძის სიმძიმე და გამოჟონილი რძე, ხშირად იწვევს დისკომფორტს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის კომფორტული ლაქტაციის ბიუსტჰალტერის შერჩევა და შეძენა.
4. მკერდის საფენები. ლაქტაციისას ხშირია რძის ჟონვა, ამისთვის იყენებენ საფენებს, საფენები არის ერთჯერადიც და მრავალჯერადიც. მრავალჯერადი საფენები ბევრად ეკონომიურია. ირეცხება სარეცხი მანქანაში.
5. პრენატალი. პრენატალი ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის აუცილებელი დანამატია, რადგან დედა ძალიან ბევრ ვიტამინს გადასცემს შვილს, რასაც საკვებით ვერ ინაზღაურებს. პრენატალი + DHA (ომეგა3) - ყველა კომპონენტი განსაკუთრებული სიზუტით არის შერჩეული და გათვლილია იმ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დღიურ საჭიროებაზე, რაც განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას.
6. ჰააკაა - რძის ბუნებრივი ტუმბი. ჰააკაა საუკეთესო საშუალებაა რძის შესაგროვებლად და მკერდის გამაგრების თავიდან ასაცილებლად! ძლიერი მოჭიდებით, ბუნებრივი შეწოვით, მარტივად შეძლებთ რძის შეგროვებას ან ზედმეტი რძის გამოღებას და მკერდის გათავისუფლებას.
7. თერაპიული მკერდის საფენი. მრავალჯერადი თერაპიული მკერდის საფენი, ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის, მრავალფუნქციური საშუალებაა, სახლის პირობებში გამაგრებებთან თუ შეშუპებასთან გასამკლავებლად. თერაპიული გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცივ ასევე თბილ მდგომარეობაში: ცხელი საფენი: ეხმარება საცობიანი სადინრების გაფართოებას, მასტიტის მოშორებას. თერაპიული გელი (თბილი) ასევე ეხმარება დედებს რძის წარმოქმნაში, წველისას ან წოვისას მისი მკერდზე მოთავსებით. ცივი საფენი: ეხმარება შეშუპების დაცხრობას, ხსნის ტკივილს
8. ლეციტინი. მზესუმზირას ლეციტინი, ლაქტაციაზე მყოფ დედებს ეხმარება, გამაგრების დაშლაში. მზესუმზირას ლეციტინი არის ბუნებრივი ცხიმის ემულგატორი, რომელიც ხელს უწყობს რძის „წებოვნების“ შემცირებას და ცხიმების შეკუმშვას გვაცილებს თავიდან. მას ასევე შეუძლია მოხსნას არსებული ცხიმოვანი საცობები და გააუმჯობესოს რძის ნაკადის მოძრაობა.
9. სამედიცინო კლასის სტაციონარული საწველი. სტაციონარული საწველი მეძუძური დედების და ლაქცტაციის კონსულტანტების რჩეული საწველია! ელექტრო ტუმბი მორგებულია თითოეული დედის მოთხოვნილებაზე და უზრუნველყოფს კომფორტულ, საიმედო გამოცდილებას ლაქტაციის განმავლობაში. საწველს შეუძლია სრულად ჩანაცვლება ბავშვის და ლაქტაციის წარმართვა ხდება სრულყოფილად. მსგავს საწველთან ერთად ნებისმიერი სირთულის გადალახვა მარტივად შეიძლება.
10. სამედიცინო კლასის Handsfree საწველი. თავისუფალად სატარებელი პორტატული HandsFree მოდელი თანამედროვე დედების არჩევანია. მასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ სტრესისა და დისკომფორტის გარეშე იწველეთ ყველგან სადაც გსურთ!
11. სწორად შერჩეული Flange (თავაკი). ქალების 90% ერგება სტანდარტული თავაკების ზომები, მაგრამ არსებობს სხვა ზომებიც იმ ქალებისთვის რომლებსაც ან ძალიან პატარა კერტი აქვთ ან ძალიან დიდი, ეს ზომები ცალკე იწარმოება ბრენდებისთვის, შესაბამისად ცალკე უნდა მოხდეს შეძენა. ეს მნიშვნელოვანია რძის წარმოქმნისთვის და დისკომფორტის თავიდან არიდებისთვის.
12. Haakaa - ხსენის კოლექტორი. ხსენი იმდენად ძვირფასია, რომ ლაქტაციის ექსპერტები მას თხევად ოქროს ეძახიან. Haakaa - ხსენის კოლექტორი მსოფლიოში პირველი პროდუქტია, რომელიც საშუალებას აძლევს დედებს ორსულობისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში მარტივად და უსაფრთხოდ შეაგროვონ და შეინახონ ხსენი.
13. რძის გასაყინი პარკი: დედის ძვირფასი რძის შენახვა 6-12 თვემდე გასაყინი რძის პარკებით არის შესაძლებელი. მისი გამოყენება მარტივი და უსაფრთხოა. გარკვეული მარაგის შემქნა, დედას აძლევს საშუალებას უფრო მოქნილად მოირგოს დრო საკუთარ თავზე და არ იყოს მიჯაჭვული ბავშვს თუ საწველ აპარატს.
14. დედის რძის ბოთლი. ლაქტაციაზე მყოფ ბავშვს 2 კვირის ასაკიდან უნდა შევაჩვიოთ ბოთლი, იმისთვის რომ დედამ შეძლოს დრო საკუთარ თავსაც დაუთმოს ან ემერჯენს სიტუაციაში არ ჩავარდეს როცა ბოთლის საჭიროება დადგება. ლაქტაციის სპეციალისტები გვირჩევენ ლაქტაციაზე მყოფი ბავშვის ბოთლის საწოვარა იყოს მიმსგავსებული დედის ძუძუს თავზე, რაც არ გამოიწვევს მიჩვევას და არც პროტესტი მოყვება მასზე.
15. კამის წვეთები. ბავშვებს აწუხებთ კოლიკა და გაზები, მეძუძური დედა ხშირად თავის კვებას ადანაშაულებს ამაში, რაც სიმართლე არ არის! ამიტომ გირჩევთ კამის წვეთების გამოყენებას, როგორც ყველაზე ეფექტური მებრძოლის გაზებთან და კოლიკასთან! ბუნებრივი საშუალება რომელიც მედიკამენტზე უკეთ მოქმედებს! კამის წვეთები, ეს არის ეფექტური მცენარეული დანამატი, რომელიც ამსუბუქებს გაზებსა და კუჭში დისკომფორტს, რომლებიც ხშირად ახალშობილების კოლიკას იწვევს.
16. ძუძუთი კვების წინსაფარი. საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვება სრულიად ბუნებრივი პროცესია, თუმცა თუკი თავად თქვენ დისკომფორტს გიქმნით ეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ წინსაფარი.
17. დედის ჩანთა. ბავშთან ერთად სეირნობისას, დედას სჭირდება მრავალჯიბიანი ჩანთა, რომელსაც ექნება რძის შესანახი თერმო უჯრა, რათა დედამ შეძლოს რძის უსაფრთხოდ წაღება.
18. რძის თერმო მაცივარი. ლაქტაცია არ არის მიზეზი იმისა რომ თქვენი კარიერა შეფერხდეს. სამსახურში გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ძუძუთი კვების გაგრძელება, კონსტიტუციური უფლება გაქვთ გამოიწველოთ რძე სამუშაო ადგილას, ხოლო რძის უსაფრთხო ტარებისთვის კი თერმო მაცივარი გჭირდებათ, რძე მალფუჭებადი პროდუქტია და აუცილებელია რძის შენახვის წესების დაცვა.
19. სტერილიზაციის პარკი. დასაქმებულ დედებს ასევე უმარტივებს პროცეს სწრაფი სტერილიზაციის პაკეტები მიკროტალღური ღუმელისთვის. პაკეტები სწრაფი და მარტივი საშუალებაა იმისთვის, რომ მუდმივად გქონდეთ სტერილური ბოთლები და სხვა ატრიბუტები, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ .
20. პორტატული რძის ბუნებრივი საწველი / საფენი: თანამედროვე დედებს რძის ბუნებრივი ტუმბის პორტატული ვერსია უფრო ეკონფორტულებათ, რადგან პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური თავსდება ბიუსტჰალტერში, წველა არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. ორმაგი მოქმედების წყალობით შეუძლია, როგორც რძის გამოწველა, ასევე კოლექტორის ფუნქციის შეთავსება. მოხერხებული ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება
ავტორი: ქეთა ლაბაძე.