• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • Eng
  • ქარ
user ჩემი პროფილი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
logo
wishlist 0
დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cart 0
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • lang
  • Eng
  • ქარ
  • მთავარი
  • ბლოგი
როგორ შევარჩიოთ სწორი ბოთლი?

როგორ შევარჩიოთ სწორი ბოთლი?

როგორ შევარჩიოთ სწორი ბოთლი  და საწოვარა ასაკის, ნაკადის და ბავშვის საჭიროებების მიხედვით?

ბავშვის ბოთლზე გადაყვანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზეა, ბევრ მშობელს რთულ ამოცანად ეჩვენება. არადა, დედებისთვის, რომლებიც მუშაობენ, ბავშვის გამოწველილ რძეზე გადაყვანა მნიშვნელოვანი ეტაპია.

 ზოგჯერ ბავშვი საერთოდ არ იღებს ბოთლს, ზოგჯერ კი წოვისას წუხს, რძე სცდება ან მალევე იღლება. სინამდვილეში, ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორად შერჩეულ ბოთლს და საწოვარას აქვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 2 კვირის ასაკიდან, როცა ძუძუზე მოჭიდება ჩამოყალიბებულია , ბავშვი დღეში ერთხელ ვკვებოთ ბოთლით, რომ მისთვის ბოთლის სტრუქტურა უცხო არ იყოს.

 

ეს სტატია დაგეხმარება გაარკვიო:

  • რატომ იწუნებს ბავშვი ბოთლს
  • რას ნიშნავს საწოვარას ნაკადი და როგორ გავიგოთ, რა ნაკადია საჭირო
  • რა განსხვავებაა სხვადასხვა ბრენდის ბოთლებს შორის (Haakaa, Comotomo, Lansinoh)
  • როგორ უნდა დაეხმარო ბავშვს ბოთლზე გადასვლაში
  • როდის და როგორ უნდა შეცვალო საწოვარა

 

ლაქტაციის სპეციალისტებსა და სამედიცინო კვლევებს თუ დავუჯერებთ არსებობს რამდენიმე მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალშობილი ან ჩვილი უარს ამბობს ბოთლზე:

 

1. საწოვარას ფორმა

თუ საწოვარა არ იმეორებს ძუძუს და არეოლას ფორმას , მეძუძურ ბავშვს უჭირს გაიგოს, რატომ წაართვეს ძუძუ და შესთავაზეს სილიკონი. ის აუცილებლად იტყვის უარს არასწორი ფორმის საწოვარაზე.

 

2. რძის ნაკადის სიჩქარე არ შეესაბამება ბავშვის ასაკსა და წოვის უნარებს

  • ძალიან ნელი ნაკადი - ამ დროს ბავშვი იღლება და წოვაზე უარს ამბობს
  • ძალიან სწრაფი ნაკადი -ბავშვს სცდება რძე, უძნელდება ყლაპვა ან ჭამს რძის ნაკადს ისეთი სისწრაფით, რომ მონელებას ვერ ასწრებს
  •  კვლევები აჩვენებს, რომ ერთი და იმავე ტიპისა და სახელის ("slow flow") მქონე საწოვარებს სხვადასხვა ბრენდში რეალურად განსხვავებული ‘’სიჩქარე’’ აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია დაკვირვება და ბავშვის რეაქციის მიხედვით არჩევა.

 

3. ბავშვი მიჩვეულია ძუძუს

თუ ბავშვი ძირითადად ძუძუთი იკვებება, შესაძლოა ბოთლი მისთვის უცხო და არაკომფორტული იყოს. სწორი საწოვარას არჩევა, რომელიც იმეორებს ძუძუს ფორმას და სტრუქტურას მნიშვნელოვანია ადაპტაციისათვის.

 

4. არასწორი დრო ან გარემო

თუ ბოთლის შეთავაზება ხდება მაშინ, როცა ბავშვი დაღლილია, გაბრაზებულია ან ძალიან შია , ბოთლზე გადასვლა ნაკლებად წარმატებული იქნება. სჯობს,შესთავაზოთ ბოთლი მშვიდ გარემოში, როდესაც ბავშვი მოშივებულია, მაგრამ არა ზედმეტად. სპეციალისტები ასევე გვირჩევენ,რომ ხანდახან ბავშვს ბოთლი მივცეთ ‘’სათამაშოდ’’, რომ ნახოს მისი სტრუქტურა და გემო.

 

რას ნიშნავს საწოვარას ნაკადი და რატომ აქვს მნიშვნელობა?

საწოვარას ნაკადი (flow rate) არის სიჩქარე, რომლითაც რძე გამოდის საწოვარადან. ნაკადი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკსა და წოვის უნარს.

 

 

ასაკი

რეკომენდებული ნაკადი

0–2 თვე

ნელი (Slow Flow)

2–4 თვე

საშუალო (Medium Flow)

6 თვიდან

სწრაფი (Fast Flow)

 

სწორად შერჩეული ნაკადი არამხოლოდ ამსუბუქებს კვების პროცესს,, არამედ ხელს უშლის გადაცდენას, რეფლუქსს, გაზებს და ჰაერის გადაყლაპვას.არასწორია ბოთლის საწოვარაზე დამატებითი ნახვრეტების გაკეთება იმისთვის, რომ ბავშვმა უფრო სწრაფად ჭამოს რძე. კვების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ნელა, შესვენებებით და შუალედში ამოქარვებით.

 

ბოთლის და საწოვარას შერჩევა დამოკიდებულია:

  • ბავშვის ასაკზე
  • წოვის უნარზე
  • წინა გამოცდილებაზე (ძუძუ, ბოთლი თუ ორივე)
  • სპეციფიკურ საჭიროებებზე (გაზები, რეაფლუქსი და ა.შ.)

 

Haakaa, Comotomo და Lansinoh — განსხვავება და მსგავსება

ამ სამი ბრენდის ბოთლები მაღალი ხარისხითა და მეძუძური ბავშვებისთვის იდეალური სტრუქტურითა და დიზაინით გამოირჩევა. თუმცა თითოეულს განსაკუთრებული თავისებურებები აქვს.

 

ბრენდი

საწოვარას ტიპი

ნაკადის ვარიანტები

უპირატესობები

Lansinoh

NaturalWave® — იმეორებს ძუძუს წოვის ‘’მოძრაობას’’

ნელი,საშუალო,
სწრაფი

იდეალურია ძუძუთი და ბოთლით ,შერეული კვებისთვის

Comotomo

რბილი, სილიკონის საწოვარა ფართო ყელით

ნელი, საშუალო, სწრაფი

ბავშვებისთვის, რომლებსაც რბილი მასალა და ბუნებრივი ფორმა ურჩევნიათ. იდეალურია როგორც შერეული ასე ექსკლუზიურად ბოთლით კვებისთვის/

Haakaa

ანტიკოლიკური დიზაინი

ნელი ნაკადი (ზოგ მოდელში)

მშვენიერი არჩევანია ახალშობილებისთვის ან ეკო-მეგობრული მშობლებისთვის

 

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბოთლზე გადასვლაში?

  1. დაიწყეთ ნელი ნაკადის საწოვარით , რადგან ის ყველაზე ახლოსაა ძუძუთი კვებასთან
    2) სცადეთ კვება მაშინ, როცა ბავშვი ძალიან მშიერი არ არის და მშვიდ მდგომარეობაშია
    3) პირველივე მცდელობაზე ნუ მოითხოვთ სრულად ბოთლის დაცლას, ამ დროს ბავშვი სწავლობს
    4) სცადოს კვება სხვა ადამიანმა, სტატისტიკურად, ჩვილები ყველაზე ხშირად ბოთლზე უარს მაშინ ამბობენ,როცა დედა ოთახშია
    5) ნუ აიძულებთ ბავშვს , მოთმინება და თანმიმდევრული მცდელობა მნიშვნელოვანია

 

როდის უნდა შევცვალოთ საწოვარა?

 

შეცვლა საჭიროა, როდესაც:

  • საწოვარა ფიზიკურად დაზიანებულია
  • ბავშვს უჭირს წოვა ან ზედმეტად სწრაფად წოვს
  • ასაკის მატებასთან ერთად იზრდება წოვის უნარი
  • შეიმჩნევა წუწუნი, დისკომფორტი ან კვების დრო საგრძნობლად გრძელდება

 

რა ტექნიკით უნდა შევთავაზოთ ბოთლი?

 

ბოთლით კვების ეს წესი "paced bottle feeding"  არ არის ახალი გაიდლაინი. იგი უკვე წლებია გამოიყენება, როგორც დედის რძით, ასევე ფორმულით კვების დროს, რათა ბავშვებმა ნატურალური, ნელა წოვის პროცესი არ დაივიწყონ და მიეჩვიონ თავისუფალი კონტროლის მქონე კვებას.

 

 

ახალშობილებისა და ჩვილებისთვის ძალიან სწრაფად ჭამა არაა სასარგებლო. ასეთ დროს ბავშვი:

  • ვერ აკონტროლებს მიღებული რძის რაოდენობას
  • ვერ იგებს დანაყრების მომენტს
  • და ხშირად სვამს მეტს, ვიდრე სჭირდება

"Paced feeding"-ის დროს:

  • ბავშვი ზის ან ნახევრად წამოწეულია (არა დაწოლილი)
  • საწოვარადან რძე არ იღვრება თავისით
  • ბავშვს ეძლევა დრო წოვისთვის, აქვს საშუალება გაკეთოს შესვენებები
  • ხდება ამოქარვება 
  • ენით და ტუჩებით ისევე აკონტროლებს ნაკადს, როგორც ძუძუდან

 

 

ამ პროცესის დროს აქტიურდება მეტი სახის კუნთი, ვიდრე კლასიკური ბოთლის პოზიციაში, და წოვა მაქსიმალურად ემსგავსება ძუძუთი კვებას.

 

ეს მეთოდი ეხმარება ბავშვს:

  • არ გადაცდეს კვებისას ლუკმა
  • არ მიიღოს ზედმეტი რაოდენობის რძე
  • ჩამოუყალიბდეს დანაყრების ბუნებრივი გრძნობა
  • არ გახდეს მიდრეკილი სიმსუქნისკენ მომავალში

 

როდესაც ბავშვი წევს და რძე თავისუფლად და სწრაფად ჩაედინება, ეს არღვევს ბუნებრივ წოვის მექანიზმს, ართმევს კონტროლს და აზიანებს საკვების გადამამუშავებელ ორგანოებს.

 

ბავშვს უნდა დავეხმაროთ შეიგრძნოს დანაყრება ,რადგან ეს სიგნალი ტვინამდე ნელა მიდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კვება თავადაც ნელა და გაწონასწორებულად წარიმართოს.

 

გაითვალისწინეთ

ბოთლზე გადასვლა არ უნდა იყოს სტრესი . სწორად შერჩეული ბოთლი და საწოვარა ამარტივებს პროცესს როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის.

 ყურადღებით დააკვირდით ბავშვის რეაქციებს და ნუ ენდობით მხოლოდ ეტიკეტზე დაწერილ “slow/medium/fast” ინფორმაციას.

momy.ge-ზე თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის იდეალური ბოთლი:

  • Lansinoh — ბუნებრივი წოვის იმიტაცია
  • Comotomo — რბილი და მოქნილი დიზაინი
  • Haakaa — ეკოლოგიური და ანტიკოლიკური ვარიანტები

 დაათვალიერე ბოთლები momy.ge-ზე

ავტორი: შორენა ლაღაძე

logo
  • phone +995 551 10 55 61
  • email info@momy.ge
tik-tok

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია

სასარგებლო ბმულები

  • TBC განვადებით შეძენა
  • კონფინდენციალობა
  • წესები და პირობები
  • მიწოდება
Copyright © 2023 | Created By Integral Web Studio.
  • visa
  • mastercard
  • american_express