• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • Eng
  • ქარ
user ჩემი პროფილი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
logo
wishlist 0
დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cart 0
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • lang
  • Eng
  • ქარ
  • მთავარი
  • ბლოგი
როგორ მოვემზადოთ ლაქტაციისთვის

როგორ მოვემზადოთ ლაქტაციისთვის

 

ბავშვის დაბადება ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი ძუძუთი კვებაა. წარმატებული ლაქტაცია მხოლოდ მშობიარობის შემდეგ არ იწყება . ლაქტაციისთვის დედამ მომზადება ორსულობის დროს უნდა დაიწყოს. რაც უფრო მეტად ეცნობა დედა პროცესს და წინასწარ დაგეგმავს, გადაწყვეტს ,აპირებს თუ არა ძუძუთი კვებას, მით უფრო მარტივად და თავდაჯერებულად შეძლებს ამ პროცესის ჩატარებას.

 

სპეციალისტები ამბობენ,რომ ორსულობისას მიღებული სწორი ინფორმაცია ზრდის წარმატებული ძუძუთი კვების შანსს. ეს შეიძლება იყოს ონლაინ კურსის გავლა, დედების სკოლა, სანდო წყაროების მოძიება ონლაინ ან ლაქტაციის მრჩეველთან საუბარი. რაც უფრო მეტი იცის დედამ, მით ნაკლებია დაბნეულობა და სტრესი მშობიარობის შემდეგ.

 

სხეულის ბუნებრივი ცვლილებები

 

ორსულობისას მკერდი იცვლება. ძუძუ ხდება უფრო დიდი, ძუძუსთავები მუქდება და მგრძნობიარეა. ეს ნორმალური პროცესია და სპეციალური ჩარევა არ სჭირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ძუძუსთავების „მომზადება“ - მაგ., პირსახოცით დაზელვა, სპირტით გაწმენდა ან მასაჟი შესაძლოა ძალიან მავნე იყოს დედისთვის. მაგალითად, ძუძუსთავების ინტენსიურმა დამასაჟებამ, შესაძლოა ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს.

 

 

ფსიქოლოგიური მზადება

 

ლაქტაცია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური პროცესიცაა, რადგანაც ამ დროს ყველაფერს ქალის ტვინი-ჰორმონები მართავს. პირველი დღეები ხშირად რთული აღმოჩნდება ხოლმე. ბავშვს სწორი მოჭიდების სწავლა სჭირდება, დედას კი მოთმინება. ამიტომ სპეციალისტები ურჩევენ დედებს, ორსულობისას ივარჯიშონ სუნთქვით და თვითდამშვიდების ტექნიკებზე, ასევე ოჯახის წევრებთან წინასწარ ისაუბროს მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მათ უდიდეს როლზე ლაქტაციის პროცესში. როცა დედამ იცის, რომ მარტო არ არის და სანდო ინფორმაციითაცაა ‘’შეიარაღებული’’, ძუძუთი კვება ნაკლებად სტრესულია. ასევე, დედამ წინასწარ, გადაჭრით უნდა იცოდეს, უნდა თუ არა , რომ ძუძუთი კვებოს შვილი და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა სხვების გავლენით, არამედ დამოუკიდებლად.

 

პრაქტიკული ნაბიჯები

 

მომზადება გულისხმობს რამდენიმე მარტივ დეტალის გათვალისწინებას:

 

  • კომფორტული ბუსტჰალტერი ყიდვა, რომელიც სპეციალურად ძუძუთი კვებისთვისაა შექმნილი,
  • ძუძუსთავების მალამოს შეძენა
  • ლაქტაციის ბალიშის შეძენა,
  • საწველისა და ჰააკას შეძენა

 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ლაქტაციისას საჭიროა დღეში დამატებით დაახლოებით 300–500 კალორია და დიდი რაოდენობით წყლის მიღება. ე.წ. რძის მომყვანი სითხეები ხშირად უსარგებლოა. დიდი რაოდენობით ჩაი, არ არის რეკომენდირებული. მასში ბევრია კოფეინი, რამაც შეიძლება დედაში შფოთვა გააძლიეროს.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედამ წინასწარ იცოდეს, ვის შეუძლია დახმარება. ოჯახის წევრები ან პარტნიორი უნდა ჩაენაცვლონ მას საოჯახო, ყოველდღიურ საქმეებში, ბავშვის დაჭერაში ან უბრალოდ წყალი მაინც მიაწოდონ.

 

ლაქტაციის ბიუსტჰალტერი

  • მისი ყიდვა მიზანშეწონილია ორსულობის ბოლო თვეებში, როცა მკერდის ზომა უკვე სტაბილურია,
  • კომფორტულია და ძუძუთი კვებას ამარტივებს, ძუძუ არ არის ‘’დაჭეჭყილი’’, გაზრდილი მგრძნობელობის გამო კი ორმაგად სასიამოვნოა მისი გამოყენება,
  • სასურველია რბილი, ბამბის ქსოვილი, დაუშვებელია იყოს მჭიდროდ მოჭერილი. 2–3 ცალი ბიუსტჰალტერი სრულად საკმარისია ყოველდღიურობისთვის.

ძუძუსთავების მალამო

  • ორსულობისას მისი გამოყენება საჭირო არ არის, თუ განსაკუთრებული სიმშრალე არ გაწუხებთ,
  • გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ლაქტაციის პროცესში ძუძუსთავებზე გაჩნდება სიმშრალე ან ნახეთქები,
  • რეკომენდებულია ,შეიძინოთ ლანოლინის შემცველი კრემები. ისინი უსაფრთხოა და ჩამობანა საჭირო არ არის.

 

საწველი (pump)

  • იყიდეთ ორსულობის ბოლო კვირებში, რომ საჭიროების შემთხვევაში ძებნა არ მოგიწიოთ და შერჩევაზე დრო არ დაკარგოთ,
  • შეარჩიეთ კლინიკური სიმძლავრის, სანდო , ევროპული ან ამერიკული ბრენდის საწველი.დარწმუნდით რომ მისი ცვეთადი ნაწილები იცვლება და იშოვება საქართველოში. დანარჩენ დეტალებზე კი გაესაუბრეთ გამყიდველს. შეარჩიეთ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული საწველი,
  • აუცილებლად შეიძინეთ ჰააკა. ის დაგეხმარებათ გამაგრებებთან და მოჭარბებულ რძესთან ბრძოლაში პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში
  • ჰააკა უნდა იყოს ადვილად გამოსაყენებელი. მნიშვნელოვანია, რომ მისმა  გამოყენებამ არ გამოიწვიოს დისკომფორტი და იყოს უსაფრთხო როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის.
  • აირჩიეთ ჰააკა, რომელიც დამზადებულია უსაფრთხო და არატოქსიკური მასალებისგან, როგორიცაა სილიკონი.
     

 

ლაქტაციის ბალიში

  • ბალიში უნდა იყოს ერგონომული, რომ უზურნველყოს კომფორტული პოზიცია, როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის,
  • აირჩიეთ ბალიში, რომელიც დამზადებულია ნატურალური და რბილი მატერიით, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი,
  • ბალიში უნდა ირეცხებოდეს მარტივად, რათა შეინარჩუნოთ ჰიგიენა და სისუფთავე,
  • ზოგიერთი ბალიში შეიძლება გამოიყენოთ როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში.

 

წყაროები:

  • Medela - How to Choose a Nursing Bra
  • Haakaa - Which Haakaa Breast Pump Is Right For Me?
  • Consumer Reports - Best Nursing Bra Buying Guide
  • Consumer Reports - How to Choose a Nursing Pillow
  • Cleveland Clinic - Breast Pump Types & What To Know
  • Aeroflow Breastpumps - Choosing Your Breast Pump: A Complete Guide

 

სტატიის ავტორი: შორენა ლაღაძე

logo
  • phone +995 551 10 55 61
  • email info@momy.ge
tik-tok

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია

სასარგებლო ბმულები

  • TBC განვადებით შეძენა
  • კონფინდენციალობა
  • წესები და პირობები
  • მიწოდება
Copyright © 2023 | Created By Integral Web Studio.
  • visa
  • mastercard
  • american_express