• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • Eng
  • ქარ
user ჩემი პროფილი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
logo
wishlist 0
დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cart 0
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • lang
  • Eng
  • ქარ
  • მთავარი
  • ბლოგი
რატომ უნდა შევიძინოთ საწველი ბავშვის გაჩენამდე?

რატომ უნდა შევიძინოთ საწველი ბავშვის გაჩენამდე?


 

მშობიარობა სავსეა სიურპრიზებით , სასიამოვნო და ხანდახან არც ისე მარტივით. ორსულობისას იშვიათად ვფიქრობთ ისეთ „მცირე დეტალებზე“, როგორიცაა რძის საწველი, მაგრამ რეალურად ეს დეტალი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ახალბედა დედების ყოველდღიურობაში.

 

საქართველოში, ევროპისა და ამერიკისაგან განსხვავებით, საყოველთაო და კერძო სამედიცინო დაზღვევა მშობიარობის შემდეგ დედებისთვის რძის საწველების გადაცემას არ ითვალისწინებს. ამ ხარჯის გაწევა მთლიანად ოჯახის პასუხისმგებლობაა და ზოგისთვის არც თუ ისე ხელმისაწვდომი პასუხისმგებლობა. არც ინფორმაციაა ბევრი ქართულ ენაზე, თუ როგორ უნდა ვიყიდოთ და ავარჩიოთ საწველი. ბევრი დედა არჩევანს იაფფასიან , საეჭვო რეპუტაციის მქონე მოდელზე აკეთებს, თუმცა რამდენიმე კვირაში აცნობიერებენ, რომ რძის რაოდენობა არ მატულობს, გამოწეველა ტკივილს იწვევს და საბოლოოდ მოწყობილობა გამოუსადეგარია.

 

რატომ ჯობს საწველი წინასწარ, მშობიარობამდე შეიძინო?

 

  • მშობიარობის შემდეგ ახალი ტექნიკის სწავლა რთულია. დედას სჭირდება მოწყობილობა, რომელიც უკვე გამოცდილი აქვს, და არ აქვს ინსტრუქციების კითხვაზე დასაკარგი დრო.
  • თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა ,ინტენსიური თერაპიის გამყოფილებაშია ან ძუძუს წოვა უჭირს, ძლიერი საწველი ერთადერთი გზაა რძის გამომუშავების სტიმულირებისთვის.
  • სტრესი ნაკლებია, როცა იცი, რომ სახლში გაქვს უსაფრთხო და გამართული მოწყობილობა, რომელიც საჭირო დროს დაუყოვნებლივ დაგეხმარება.

 

როგორ გავიგოთ, რომ საწველი ნამდვილად სამედიცინო კლასისაა?

  • აუცილებლად უნდა იყოს დახურული სისტემით (closed system). ასე რძე მილებში და მოტორში არ მოხვდება.
  • ნამდვილი ჰოსპიტალური სიმძლავრის მოდელი გათვლილია მრავალჯერად გამოყენებაზე, დედას შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე შვილზე , გაანათხოვროს კიდეც , გაყიდოს ან გააჩუქოს, გამოყენების შემდეგ
  • მოითხოვეთ სერტიფიკატები (CE, ISO, FDA) აუცილებელია. მხოლოდ წარწერა „კლინიკური სიმძლავრე“ საკმარისი არ არის.
  • სიძლიერე და რეჟიმები: უნდა ჰქონდეს სხვადასხვა დონე და „let-down“ ფუნქცია, ანუ ძუძუს წოვის იმიტაცია, რომელიც რძის ნაკადს ააქტიურებს.

 

 

საწველის თავი

ბევრ დედას ჰგონია, რომ საწველის თავის ზომა სტანდარტულია, მაგრამ სინამდვილეში ის უნდა შეირჩეს ძუძუსთავის დიამეტრის მიხედვით.

 

 

  • პატარა თავი ტკივილს, შეშუპებას და დაბალ რძის ნაკადს იწვევს,
  • დიდი თავი იწვევს გაღიზიანებას და არაეფექტურია გამოწველა

 

 

 

რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოცვალოთ საწველის ნაწილები?

საწველი არის მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია რძესთან. ამიტომ მისი ცვეთადი ნაწილები დროთა განმავლობაში კარგავს ელასტიურობას და ეფექტურობას. თუ დროულად არ შეცვლით, შეიძლება რძის რაოდენობა შემცირდეს ან ჰიგიენის პრობლემა წარმოიშვას.

 

  • Valves და Membranes – ეს პატარა სილიკონის დეტალებია, რომლებიც ჰაერის წნევას ქმნის. როცა ისინი კარგავს ფორმას, საწველში რძე აღარ გამოედინება. გამოცვალეთ 2–4 კვირაში ერთხელ, თუ ყოველდღიურად ხშირად იყენებთ.
  • Duckbill Valves –მტკიცე სილიკონის “კლაპნებია”. დროთა განმავლობაში კარგავს მოქნილობას და აღარ იკეტება ჰერმეტულად. საშუალოდ თვეში ერთხელ უნდა შეცვალოთ.
  • Backflow Protectors – ეს ფილტრი იცავს მოტორს რძისგან. როცა კარგად არ იკეტება, მოწყობილობაში რძე შეიძლება მოხვდეს და დაზიანდეს. ეს ნაწილი 3–6 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.
  • Flanges, Bottles და Connectors – ეს არის პლასტმასის ძირითადი ნაწილები, რომლებიც ხშირად ირეცხება და დროთა განმავლობაში იბზარება ან ფერს იცვლის. უნდა შეცვალოთ დაახლოებით 6–12 თვეში ერთხელ, ან როცა დაზიანებას შენიშნავთ.
  • Tubing (მილები) –თუ შიგნით ტენიანობა გაჩნდა ან ფერი შეიცვალა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. იცვლება საჭიროებისამებრ.

 

 

 

როგორ უნდა იზრუნო ჰიგიენაზე რძის საწველის გამოყენებისას?

საწველი ყოველდღიურად ეხება რძეს, ამიტომ მისი სისუფთავე პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ჯანმრთელობას.

  • ყოველ გამოყენებამდე ხელები კარგად დაიბანე საპნითა და წყლით.
  • Valves (სარქველი), Membranes (მემბრანა),  Backflow Protectors (დიაფრაგმა), Flanges (თავაკი), Bottles (ბოთლი) და Connectors (გადამყვანი) ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხე თბილი წყლითა და სარეცხი საშუალებით.
  • გასტერილება მნიშვნელოვანია (3 თვემდე მინიმუმ დღეში 1ჯერ)
  • მილები - თუ შიგნით ტენიანობა მოხვდა, აუცილებლად გააშრე სრულად. საჭიროების შემთხვევაში გამოცვალე.
  • გარეცხილი ნაწილები ყოველთვის სუფთა ქსოვილზე დადე და გააშრე ჰაერზე, არ გაამშრალო პირსახოცით,რომ ბაქტერია არ გადაიტანო.
  • არასდროს გამოიყენო დაზიანებული ან დაბზარული ნაწილი — რძე შეიძლება დაგროვდეს მიკრო-ნაპრალებში და ბაქტერიების გამრავლების წყარო გახდეს.

 

 

პატარა რჩევა: მოიმარაგე რამდენიმე დამატებითი ნაწილი (flanges და ბოთლები), რომ დღის განმავლობაში ხშირად არ მოგიწიოს დარეცხვა და სტერილიზაცია.

 

რომელი ბრენდი სჯობს?

თუ შენი მთავარი მიზანია რძის სტიმულირება და დიდი მოცულობის შეგროვება, პირველ რიგში იფიქრე Spectra-სა და Medela-ზე.
თუ შენთვის მობილურობა და ყოველდღიური კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია, Lansinoh ან Elvie უფრო პრაქტიკულ არჩევანია.

 

გახსოვდეს: იაფი „ჩინური ბრენდები“ მხოლოდ გარედან გამოიყურება „სამედიცინო კლასის“ მოწყობილობებად. სინამდვილეში, ისინი ვერ დაგეხმარება იმ დროს, როცა რძის თითოეული წვეთი ფასდაუდებელია.

 

სამედიცინო კლასის რძის საწველი — ეს არ არის უბრალოდ მოწყობილობა. ეს არის შენი და შენი შვილის ჯანმრთელობაში ინვესტიცია.

 

 

წყაროები

  • CDC – Breast Pump Cleaning Guidelines
  • Exclusive Pumping – When to Replace Breast Pump Parts
  • Breastfeeding Center – Pump Parts Replacement Guide
  • Aeroflow Breastpumps – Hospital Grade Pumps FAQ
  • Babylist – Difference Between Hospital Grade and Regular Pumps
  • MomMed – How Often to Replace Pump Parts

ავტორი: შორენა ლაღაძე

logo
  • phone +995 551 10 55 61
  • email info@momy.ge
tik-tok

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია

სასარგებლო ბმულები

  • TBC განვადებით შეძენა
  • კონფინდენციალობა
  • წესები და პირობები
  • მიწოდება
Copyright © 2023 | Created By Integral Web Studio.
  • visa
  • mastercard
  • american_express