• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • Eng
  • ქარ
user ჩემი პროფილი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
logo
wishlist 0
დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cart 0
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • lang
  • Eng
  • ქარ
  • მთავარი
  • ბლოგი
რატომ უნდა დალიოს მეძუძურმა დედამ პრენატალი?

რატომ უნდა დალიოს მეძუძურმა დედამ პრენატალი?

 

 ყველაფერი, რაც აუცილებლად უნდა იცოდე

 

ყველა ქალმა იცის, რომ ორსულობის დროს ვიტამინების მიღება აუცილებელია. ამას ექიმებიც გვეუბნებიან, წიგნებშიც წერია და ინტერნეტშიც. მაგრამ რაც იშვიათად გვესმის , ისაა, რომ მშობიარობის შემდეგ, როცა უკვე  ხელში გიჭირავს შენი პატარა და ძუძუთი კვებას იწყებ, შენი ორგანიზმი ვიტამინების გაასმაგებულად მოთხოვნას აგრძელებს.

სწორედ ამ პერიოდში ძალიან ბევრს ავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ: პრენატალური ვიტამინები მშობიარობის შემდეგაც გვჭირდება.

პრენატალური ვიტამინები — ეს არის ისეთი აუცილებელი ნივთიერებების (ვიტამინები და მინერალები) ნაკრები, რომელიც სპეციალურად ქალის ორგანიზმისთვის არის შექმნილი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

მშობიარობის შემდეგ ეს საკვები დანამატები უკვე ორი მიმართულებით მოქმედებს:

  • დედის ჯანმრთელობის აღდგენისათვის
  • და ჩვილის გარკვეული მიკროელემენტებით მომარაგებისათვის

ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ „სიყვარულით კვება“ ,ის არის მეტაბოლურად რთული და დედისთვის რთული პროცესი. ყოველდღე შენი ორგანიზმი აწარმოებს რძეს, რომელიც შეიცავს მილიონობით სასარგებლო ნივთიერებას და ეს ყველაფერი შენგან მიდის, ჩვილს გადაეცემა, შენი ორგანიზმი კი ვიტამინებისა და მინერალებისაგან იცლება. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ შენს სხეულს უჩნდება დამატებითი მოთხოვნა, ეს რესურსები რეგულარულად მიეწოდოს.

 

და თუ არ დავლევ ვიტამინებს, რა შეიძლება მოხდეს?

შეიძლება გარედან არ ჩანდეს, მაგრამ თუ დედის ორგანიზმში არ არის საკმარისი რაოდენობით ზოგიერთი ვიტამინი ან მინერალი, რძეშიც ნაკლები რაოდენობით გადადის.

მაგალითად:

  • ვიტამინ B12 — აუცილებელია ჩვილის ნერვული სისტემის განვითარებისთვის. მისმა დეფიციტმა შესაძლოა სერიოზულ გონებრივ შეფერხებებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით, თუ დედა ვეგეტარიანელია.
  • იოდი — ბავშვის გონებრივი განვითარება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული იოდის რაოდენობასთან დედის რძეში.

 

 

 

 

 

 

 

დედისთვის:

შეიძლება არ გააცნობიერო თავიდანვე, მაგრამ შენს ჯანმრთელობას ყოველდღე აკლდება რაღაც : რკინა, კალციუმი, ფოლიუმის მჟავა...

 

შედეგები?

  • გადაღლა,
  • თმის ცვენა,
  • თავბრუსხვევა,
  • შაკიკი
  • გაღიზიანება, რომელიც თითქოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე იწყება,
  • კანის ცვლილებები, ფრჩხილების მტვრევა,
  • და ზოგჯერ - პოსტპარტუმ დეპრესია

 

კარგი, მაგრამ პრენატალური ვიტამინები ასუქებს?

დავიწყოთ მთავარით : ვიტამინები კალორიებს არ შეიცავს. ანუ ისინი პირდაპირ ვერ გაგასუქებენ.

ხანდახან ვიტამინებს შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება ცოტა შეაფერხონ და გქონდეთ შებერილობა, მაგრამ პრენატალური ვიტამინი არ არის საკვები, რომელიც გასუქებს.

 

ვიტამინები შენი მოკავშირეა ლაქტაციის მთელ პერიოდში .ანუ იქამდე, სანამ ძუძუთი კვებავ ბავშვს ან ბავშვი გადადის დამოუკიდებელ კვებაზე,უმჯობესია თუ დალევთ პრენატალურ ვიტამინებს.

 

როდის არ უნდა მიიღოთ?

იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საჭიროა სიფრთხილე:

  • თუ გაქვს ვიტამინ A-ის მიმართ სენსიტიურობა
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები — მაგალითად, ჰიპერთირეოზი და მაღალი იოდის შემცველობა.
  • სისხლის შედედების პრობლემა
  • ალერგია რომელიმე კომპონენტზე (მაგალითად, თევზის ზეთზე)

 

და ბოლოს - რატომ მაინცდამაინც პრენატალური ვიტამინები, და არა უბრალოდ მულტივიტამინი?

  • ჩვეულებრივი მულტივიტამინები ხშირად არ შეიცავს იმდენი რაოდენობით რკინას, ფოლიუმს ან იოდს, რამდენიც საჭიროა ლაქტაციის დროს.
  • პრენატალური ვიტამინები სპეციალურად შექმნილია ორსული და მეძუძური ქალის მითხოვნილებების მიხედვით

 

ავტორი: შორენა ლაღაძე

logo
  • phone +995 551 10 55 61
  • email info@momy.ge
tik-tok

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია

სასარგებლო ბმულები

  • TBC განვადებით შეძენა
  • კონფინდენციალობა
  • წესები და პირობები
  • მიწოდება
Copyright © 2023 | Created By Integral Web Studio.
  • visa
  • mastercard
  • american_express