• მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • Eng
  • ქარ
user ჩემი პროფილი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
logo
wishlist 0
დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cart 0
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
    • ძუძუთი კვება
      • რძის საწველები
      • საწველის აქსესუარები
      • ძუძუს კრემი და მოვლა
      • რძის შენახვა
      • ლაქტაციის აქსესუარები
      • ბიუსტჰალტერები
      • დედის ვიტამინები
      • რძის ბუნებრივი ტუმბი
    • ბავშვის მოვლა
      • ბავშვის მოვლა
      • ბოთლები
      • საძილე ტომრები
      • აქსესუარები
    • ბავშვის განვითარება
      • განვითარება
      • საფენზე გადაჩვევა
      • ბავშვის უსაფრთხოება
      • საჩუქრები
      • კენგურუ
    • საბავშვო ჭურჭელი
    • პოსტსამშობიარო ზრუნვა
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • lang
  • Eng
  • ქარ
  • მთავარი
  • ბლოგი
როგორ გავიგოთ, არის თუ არა საწველი სამედიცინო სიმძლავრის (hospital-grade)?

როგორ გავიგოთ, არის თუ არა საწველი სამედიცინო სიმძლავრის (hospital-grade)?

როცა დედა იწყებს საწველის ძებნას, ბევრ საიტზე, აღწერაში ხვდება ფრაზებს: „ძლიერი“, „პროფესიონალური“, „კლინიკური ხარისხის“. პრობლემა ისაა, რომ ეს სიტყვები ნებისმიერ გამყიდველს შეუძლია გამოიყენოს.

 

რეალურად კი „სამედიცინო სიმძლავრის“ საწველს აქვს კონკრეტული, გაზომვადი კრიტერიუმები, რომელთა ცოდნაც დედას იცავს არასწორი არჩევანისგან. განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზანი რელაქტაცია, რძის რაოდენობის გაზრდა ან ხანგრძლივი სტიმულაციაა.

 

პირველი და მთავარი კითხვა: რას ნიშნავს სამედიცინო სიმძლავრე?

 

სამედიცინო პრაქტიკაში სამედიცინო კლასის/სიმძლავრის აპარატი ნიშნავს საწველს, რომელიც:

 

  • გათვლილია დღეში მრავალჯერ, ხანგრძლივ გამოყენებაზე
  • შეუძლია სრულიად ჩაანაცვლოს ბავშვის წოვა
  • აქვს მაღალი mmHg
  • გამოიყენება ნეონატალურ განყოფილებებში და ლაქტაციის კონსულტანტების რეკომენდაციით
  • აქვს მძლავრი მოტორი, გათვლილი მრავალწლიან მუშაობაზე
  • აქვს ორფაზიანი მუშაობის შესაძლებლობა და აქვს ორი მკერდიდან ერთდროულად, რძის გამოტანის შესაძლებლობა (ე.წ. ორთავიანი საწველი)
  • უნდა ჰქონდეს დახურული წველის სისტემა- რძე არ უნდა გადადიოდეს საწველის მილებში

სამედიცინო სიმძლავრის აპარატი ყველა ზემოთჩამოთვლილ პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს. სხვა შემთხვევაში,ის სამედიცინო სიმძლავრის არ არის.

კრიტერიუმი №1: ვაკუუმის ძალა (Suction strength)

სამედიცინო სიმძლავრის საწველის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ვაკუუმის ძალა რომელიც იზომება mmHg-ით.

  • სამედიცინო კლასის საწველები ჩვეულებრივ აღწევენ –250 mmHg ან მეტს
  • სუსტ ან საშუალო კლასის საწველებს ხშირად აქვთ მხოლოდ –180-200 mmHg

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?
რელაქტაციისა და რძის რაოდენობის გაზრდის დროს საჭიროა ეფექტური დაცლა, ხოლო სუსტი ვაკუუმი უბრალოდ ვერ აგზავნის საკმარის სიგნალს ორგანიზმში.

 სწორედ ამიტომ Spectra, Medela , Elvie, Willow, Lansinoh , Motif, და Ameda , Ardo , Hygeia, NCVI, Ikare, Momcozy, Minbie ითვლება სანდო არჩევანად . მათი ვაკუუმის სიმძლავრე შეესაბამება კლინიკურ მოთხოვნებს და ამავე დროს რეგულირებადია, რაც ტკივილის რისკს ამცირებს.

კრიტერიუმი №2: ორფაზიანი მუშაობა

ბავშვი ძუძუს წოვას იწყებს სწრაფი, მსუბუქი მოძრაობით და შემდეგ გადადის ღრმა, ნელ რიტმზე.
სამედიცინო საწველმა ეს ფიზიოლოგიური პროცესი უნდა გაიმეოროს.

სამედიცინო კლასის საწველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს:

  • სტიმულაციის ფაზა - რძის წამოსვლის დასაწყებად
  • გამოწველის ფაზა - ეფექტური დაცლისთვის

თუ საწველი მხოლოდ „ქაჩავს“ ერთნაირი რიტმით, ის არ ითვლება სამედიცინო კლასად, როგორი ფასიც არ უნდა ჰქონდეს.

კრიტერიუმი №3: ორმხრივი დაცლის შესაძლებლობა

სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ ორივე მკერდის ერთდროული დაცლა:

  • ზრდის პროლაქტინის დონეს,რაც ეხმარება რძის ჩადგომას
  • ამცირებს სტიმულაციის დროს,რაც მნიშვნელოვანია
  • ზრდის რძის საერთო მოცულობას

სამედიცინო კლასის საწველები გათვლილია სწორედ ორმხრივ გამოყენებაზე.

კრიტერიუმი №4: ძრავის გამძლეობა და უწყვეტი მუშაობა

ეს კრიტერიუმი, რეალურად,ყველაზე გადამწყვეტია.

ჰკითხე საკუთარ თავს:

  • შეუძლია თუ არა საწველს დღეში 8–12-ჯერ მუშაობა?
  • გადახურდება თუ არა 20–30 წუთიანი სესიისას?
  • შეუძლია თუ არა ავტომატურად გაჩერება?
  • იცვლება თუ არა ვაკუუმის სტაბილურობა დროთა განმავლობაში?
  • ეცვლება თუ არა ცვეთადი ნაწილები?
  • რა დახასიათება აქვს პროფესიონალებისგან (International Board Certified Lactation Consultant, La Leche League, FDA)

კრიტერიუმი №5: დახურული სისტემა

სამედიცინო სტანდარტის საწველი უნდა იყოს დახურული სისტემის:

  • რძე არ ხვდება მილებში ან ძრავში
  • დაცულია ჰიგიენა
  • შემცირებულია ინფექციის რისკი

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საწველი ხშირად და ხანგრძლივად გამოიყენება.

რას არ უნდა ენდო

❌ მხოლოდ ფასს
❌ სიტყვებს „ძლიერი“ , ,,სამედიცინო კლასის’’ ან „პროფესიონალური“ აღწერაში-ამის დაწერა ყველას შეუძლია
❌ ლამაზ დიზაინს ტექნიკური მონაცემების გარეშე

სამედიცინო სიმძლავრის საწველი არ არის ფუფუნება , ის არის ინსტრუმენტი კონკრეტული ამოცანისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რელაქტაციას, რძის რაოდენობის ზრდას ან ბავშვის დროებით , დედასთან არყოფნას.

სწორი არჩევანი ეფუძნება არა ფასს, ინფლუენსერების რეკომენდაციას და დედის ემოციას, არამედ კრიტერიუმებს. და როცა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს ისეთი საწველების რეკომენდირება, როგორებიცაა Spectra, Medela და Ameda,Elvie, Motif, Lansinoh და ა.შ.- ეს არა მარკეტინგი, ეს პრაქტიკით დამტკიცებული სტანდარტია.

 

 

 

კრიტერიუმი / პარამეტრი

კლინიკური სიმძლავრის

არაკლინიკური სიმძლავრის

ბრენდები / მოდელები

Medela Symphony / Sonata / Pump In Style (MaxFlow), Ameda Platinum / Pearl, Spectra S1 / S2, Motif Luna, Lansinoh Smartpump 2.0 / 3.0, Momcozy S12 Pro ,Elvie Stride / Stride 2, Ardo Calypso / Ardo Hospital Technology, NCVI Hospital‑Grade F1

სხვა ევროპული/ჩინური საცალო მოდელები

შეწოვის ძალა

 ≈250–380 mmHg

არ აღწევს კლინიკურ სიმძლავრეს

დახურული სისტემა (Closed system)

დიახ -რძე არ აღწევს მილებში/ძრავაში

არ არის დახურული სისტემა

ორმხრივი, ინტენსიური გამოყენება

შექმნილია ყოველდღიური, ინტენსიური მრავალჯერადი სესიებისთვის

შექმნილია საშუალო სესიებისთვის

კლინიკური გამოყენება / ლაქტაციის მხარდაჭერა

გამოიყენება NICU/კლინიკურ გარემოში ან გართულებული ლაქტაციის შემთხვევებში

არ გამოიყენება კლინიკურ დონეზე.

სამედიცინო ან IBCLC რეკომენდაცია მდგრადი შედეგისთვის

 რეკომენდებულია IBCLC‑ებისა და სამედიცინო მუშაკების მიერ

გამყიდველების ან მომხმარებლის რეკომენდაციები

 

 

 

 

logo
  • phone +995 551 10 55 61
  • email info@momy.ge
tik-tok

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
  • კონტაქტი
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია

სასარგებლო ბმულები

  • TBC განვადებით შეძენა
  • კონფინდენციალობა
  • წესები და პირობები
  • მიწოდება
Copyright © 2023 | Created By Integral Web Studio.
  • visa
  • mastercard
  • american_express