ბავშვის დაბადება ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი ძუძუთი კვებაა. წარმატებული ლაქტაცია მხოლოდ მშობიარობის შემდეგ არ იწყება . ლაქტაციისთვის დედამ მომზადება ორსულობის დროს უნდა დაიწყოს. რაც უფრო მეტად ეცნობა დედა პროცესს და წინასწარ დაგეგმავს, გადაწყვეტს ,აპირებს თუ არა ძუძუთი კვებას, მით უფრო მარტივად და თავდაჯერებულად შეძლებს ამ პროცესის ჩატარებას.
სპეციალისტები ამბობენ,რომ ორსულობისას მიღებული სწორი ინფორმაცია ზრდის წარმატებული ძუძუთი კვების შანსს. ეს შეიძლება იყოს ონლაინ კურსის გავლა, დედების სკოლა, სანდო წყაროების მოძიება ონლაინ ან ლაქტაციის მრჩეველთან საუბარი. რაც უფრო მეტი იცის დედამ, მით ნაკლებია დაბნეულობა და სტრესი მშობიარობის შემდეგ.
სხეულის ბუნებრივი ცვლილებები
ორსულობისას მკერდი იცვლება. ძუძუ ხდება უფრო დიდი, ძუძუსთავები მუქდება და მგრძნობიარეა. ეს ნორმალური პროცესია და სპეციალური ჩარევა არ სჭირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ძუძუსთავების „მომზადება“ - მაგ., პირსახოცით დაზელვა, სპირტით გაწმენდა ან მასაჟი შესაძლოა ძალიან მავნე იყოს დედისთვის. მაგალითად, ძუძუსთავების ინტენსიურმა დამასაჟებამ, შესაძლოა ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს.
ფსიქოლოგიური მზადება
ლაქტაცია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური პროცესიცაა, რადგანაც ამ დროს ყველაფერს ქალის ტვინი-ჰორმონები მართავს. პირველი დღეები ხშირად რთული აღმოჩნდება ხოლმე. ბავშვს სწორი მოჭიდების სწავლა სჭირდება, დედას კი მოთმინება. ამიტომ სპეციალისტები ურჩევენ დედებს, ორსულობისას ივარჯიშონ სუნთქვით და თვითდამშვიდების ტექნიკებზე, ასევე ოჯახის წევრებთან წინასწარ ისაუბროს მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მათ უდიდეს როლზე ლაქტაციის პროცესში. როცა დედამ იცის, რომ მარტო არ არის და სანდო ინფორმაციითაცაა ‘’შეიარაღებული’’, ძუძუთი კვება ნაკლებად სტრესულია. ასევე, დედამ წინასწარ, გადაჭრით უნდა იცოდეს, უნდა თუ არა , რომ ძუძუთი კვებოს შვილი და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა სხვების გავლენით, არამედ დამოუკიდებლად.
პრაქტიკული ნაბიჯები
მომზადება გულისხმობს რამდენიმე მარტივ დეტალის გათვალისწინებას:
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ლაქტაციისას საჭიროა დღეში დამატებით დაახლოებით 300–500 კალორია და დიდი რაოდენობით წყლის მიღება. ე.წ. რძის მომყვანი სითხეები ხშირად უსარგებლოა. დიდი რაოდენობით ჩაი, არ არის რეკომენდირებული. მასში ბევრია კოფეინი, რამაც შეიძლება დედაში შფოთვა გააძლიეროს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედამ წინასწარ იცოდეს, ვის შეუძლია დახმარება. ოჯახის წევრები ან პარტნიორი უნდა ჩაენაცვლონ მას საოჯახო, ყოველდღიურ საქმეებში, ბავშვის დაჭერაში ან უბრალოდ წყალი მაინც მიაწოდონ.
ლაქტაციის ბიუსტჰალტერი
ძუძუსთავების მალამო
საწველი (pump)
ლაქტაციის ბალიში
წყაროები:
სტატიის ავტორი: შორენა ლაღაძე