ყველაფერი, რაც აუცილებლად უნდა იცოდე
ყველა ქალმა იცის, რომ ორსულობის დროს ვიტამინების მიღება აუცილებელია. ამას ექიმებიც გვეუბნებიან, წიგნებშიც წერია და ინტერნეტშიც. მაგრამ რაც იშვიათად გვესმის , ისაა, რომ მშობიარობის შემდეგ, როცა უკვე ხელში გიჭირავს შენი პატარა და ძუძუთი კვებას იწყებ, შენი ორგანიზმი ვიტამინების გაასმაგებულად მოთხოვნას აგრძელებს.
სწორედ ამ პერიოდში ძალიან ბევრს ავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ: პრენატალური ვიტამინები მშობიარობის შემდეგაც გვჭირდება.
პრენატალური ვიტამინები — ეს არის ისეთი აუცილებელი ნივთიერებების (ვიტამინები და მინერალები) ნაკრები, რომელიც სპეციალურად ქალის ორგანიზმისთვის არის შექმნილი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
მშობიარობის შემდეგ ეს საკვები დანამატები უკვე ორი მიმართულებით მოქმედებს:
ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ „სიყვარულით კვება“ ,ის არის მეტაბოლურად რთული და დედისთვის რთული პროცესი. ყოველდღე შენი ორგანიზმი აწარმოებს რძეს, რომელიც შეიცავს მილიონობით სასარგებლო ნივთიერებას და ეს ყველაფერი შენგან მიდის, ჩვილს გადაეცემა, შენი ორგანიზმი კი ვიტამინებისა და მინერალებისაგან იცლება. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ შენს სხეულს უჩნდება დამატებითი მოთხოვნა, ეს რესურსები რეგულარულად მიეწოდოს.
და თუ არ დავლევ ვიტამინებს, რა შეიძლება მოხდეს?
შეიძლება გარედან არ ჩანდეს, მაგრამ თუ დედის ორგანიზმში არ არის საკმარისი რაოდენობით ზოგიერთი ვიტამინი ან მინერალი, რძეშიც ნაკლები რაოდენობით გადადის.
მაგალითად:
დედისთვის:
შეიძლება არ გააცნობიერო თავიდანვე, მაგრამ შენს ჯანმრთელობას ყოველდღე აკლდება რაღაც : რკინა, კალციუმი, ფოლიუმის მჟავა...
შედეგები?
კარგი, მაგრამ პრენატალური ვიტამინები ასუქებს?
დავიწყოთ მთავარით : ვიტამინები კალორიებს არ შეიცავს. ანუ ისინი პირდაპირ ვერ გაგასუქებენ.
ხანდახან ვიტამინებს შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება ცოტა შეაფერხონ და გქონდეთ შებერილობა, მაგრამ პრენატალური ვიტამინი არ არის საკვები, რომელიც გასუქებს.
ვიტამინები შენი მოკავშირეა ლაქტაციის მთელ პერიოდში .ანუ იქამდე, სანამ ძუძუთი კვებავ ბავშვს ან ბავშვი გადადის დამოუკიდებელ კვებაზე,უმჯობესია თუ დალევთ პრენატალურ ვიტამინებს.
როდის არ უნდა მიიღოთ?
იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საჭიროა სიფრთხილე:
და ბოლოს - რატომ მაინცდამაინც პრენატალური ვიტამინები, და არა უბრალოდ მულტივიტამინი?
ავტორი: შორენა ლაღაძე